ჩოხატაურში ქალი ფერმერებისთვის განკუთვნილი ახალი პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

ჩოხატაურში ქალი ფერმერებისთვის განკუთვნილი ახალი პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

ჩოხატაურში ქალი ფერმერებისთვის განკუთვნილი ახალი პროგრამის „საპილოტე პროგრამა ქალებისთვის “პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავს მცირე მიწის ნაკვეთებზე სასათბურე მეურნეობების მოწყობას, რაც უზრუნველყოფს პროდუქციის მთელი წლის განმავლობაში წარმოებას.

აღნიშნული პროგრამა რომელიც სოფლის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება გასულ წელს დაინერგა და მასში ჩართვის მსურველებს რეგისტრაციის გავლა 20 ნოემბრიდან შეეძლებათ.

პრეზენტაციას გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე და საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი დაესწრნენ.