საქართველოს რკინიგზამ პროფესიული დღე აღნიშნა და თანამშრომლები სხვადასხვა ნომინაციაში დააჯილდოვა

საქართველოს რკინიგზამ პროფესიული დღე აღნიშნა და თანამშრომლები სხვადასხვა ნომინაციაში დააჯილდოვა

საქართველოს რკინიგზამ პროფესიული დღე აღნიშნა. კომპანიის ხელმძღვანელობამ  სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გამოავლინა და მათ სპეციალური ჯილდოები გადასცა. შეგახსენებთ, რომ  საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 10 ოქტომბერი რკინიგზელთა დღედ ოფიციალურად 2022 წელს გამოცხადდა. საპატიო და ვეტერანი რკინიგზელები, საიმედო მემანქანეები, მოძრაობის უსაფრთხოების საუკეთესო დამცველები - ეს ნომინაციების არასრული ჩამონათვალია. წელს კომპანიამ  ასზე მეტი  თანამშრომელი დააჯილდოვა.

გამარჯვებულებს ფულადი პრემიები, სიგელები და სხვა საჩუქრები საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, დავით ფერაძემ და ფილიალების ხელმძღვანელებმა გადასცეს. საქართველოს რკინიგზის თანამშრომელთა მორალური და მატერიალური წახალისება   განსაკუთრებული ძალისხმევისა და შედეგების დროულ დაფასებას ისახავს მიზნად. აღსანიშნავია, რომ რკინიგზელების დაჯოლდოება და პროფესიული დღის აღნიშვნა საქართველოს რკინიგზის მრავალწლიანი ტრადიციაა.