თავდაცვის ძალებმა აღადგინეს ბარიერი ღაზასთან, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა ჯონათან კონრიკუსმა განაცხადა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის საზღვრებთან ახლოს ჯავშანტექნიკა, საარტილერიო კორპუსი და 300 000 რეზერვისტი გაგზავნა.
„ისინი ახლოს არიან ღაზის სექტორთან და ემზადებიან იმ მისიის შესასრულებლად, რომელიც ისრაელის მთავრობამ მოგვცა და ეს არის იმის უზრუნველყოფა, რომ „ჰამასს“ ომის დასასრულს არ ექნება სამხედრო შესაძლებლობები, რომ დაატეროროს ან მოკლან ისრაელის მშვიდობიანი მოქალაქეები“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა.
სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო და ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ამის შემდეგ ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.