ავღანეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანი

ავღანეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანი

ავღანეთის დასავლეთ ნაწილში ორი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, კიდევ ერთი - 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ BBC წერს.

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების ინფორმაციით, დაშავებულია 100 ადამიანი. მანამდე მომხდარ მიწისძვრებს 2400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.