გია ცაგარეიშვილი: ჩვენი ბედი უნდა განსაზღვრონ ქართველებმა, ამ ქვეყნის მოქალაქეებმა, ჩვენი ბედი უნდა განისაზღვროს თბილისში, არც ნიქოზიაში, არც ლონდონში და არც სხვაგან, ეს გამორიცხულია

გია ცაგარეიშვილი: ჩვენი ბედი უნდა განსაზღვრონ ქართველებმა, ამ ქვეყნის მოქალაქეებმა, ჩვენი ბედი უნდა განისაზღვროს თბილისში, არც ნიქოზიაში, არც ლონდონში და არც სხვაგან, ეს გამორიცხულია

ჩვენი ბედი უნდა განსაზღვრონ ქართველებმა, ამ ქვეყნის მოქალაქეებმა, ჩვენი ბედი უნდა განისაზღვროს თბილისში, არც ნიქოზიაში, არც ლონდონში და არც სხვაგან, ეს გამორიცხულია. იქ ხეტიალს, ქარავანი რომ დაეწყო დღეს, ჯობია აქ ხალხს უთხრან რა უნდათ მათგან და საქართველოსგან, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ერთი წელია ჩვენი ოპონენტები ცდას არ აკლებენ, რომ როგორმე შევფერხდეთ ამ გზაზე. თითქმის ერთი წლის წინ, ამ დროს ჩვენ სამუშაო ჯგუფები შევქმენით, რომელშიც არავინ მონაწილეობა არ მიიღო, თითო-ოროლას გამოკლებით და მათ მადლობა ამისთვის. ფაქტობრივად საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის 90-მა ან უფრო მეტმა პროცენტმა სრული ტორპედირება გაუკეთა ამ პროცესს, ანუ გაემიჯნა და აქედან მოყოლებული ყველაფერს აკეთებენ ეს ადამიანები, რომ როგორმე ჩვენ არ მივიღოთ სტატუსი. ამ უკეთურ საქმეში ჩართულია პოლიტიკური მიზნებით ანგაჟირებული არასამთავრობო სექტორი, ე.წ. მედია, რომელსაც მედიას ვერ ვუწოდებ. ისინი ფულით ნაყიდი ე.წ. ჟურნალისტები არიან დიდი ჰონორარებით, გასამრჯელოთი და ჩართული არიან ამ რაღაც უკეთურ ფერხულში იმისთვის, რომ შეფერხდეს ჩვენი სვლა ევროპისკენ და რა თქმა უნდა პოლიტიკოსები, მათი ავანგარდი, რომელიც დღეს ვიხილეთ აგერ კვიპროსში გამგზავრებული. ამ ადამიანებმა ის კი ვერ გაიგეს, რომ კვიპროსში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში კი არ წყდება საქართველოს ბედი. ჩვენი ბედი უნდა განსაზღვრონ ქართველებმა, ამ ქვეყნის მოქალაქეებმა. ჩვენი ბედი უნდა განისაზღვროს თბილისში, არც ნიქოზიაში, არც ლონდონში და არც სხვაგან, ეს გამორიცხულია. იქ ხეტიალს, ქარავანი რომ დაეწყო დღეს და ისიც ვერ თქვეს სად მიდიოდნენ, შერცხვათ ეტყობა. ჯობია აქ ხალხს უთხრან რა უნდათ მათგან და საქართველოსგან“,- აღნიშნა ცაგარეიშვილმა.