იაგო ხვიჩია: „ქართულ ოცნებას“ სასამართლოზე სრული კონტროლი სჭირდება, ვენეციის კომისიას კიდევ უნდა, რომ ჩვენ ევროპულად მოვიქცეთ - მათი და „ქართული ოცნების“ ინტერესები ერთმანეთს ეწინააღმდეგება

იაგო ხვიჩია: „ქართულ ოცნებას“ სასამართლოზე სრული კონტროლი სჭირდება, ვენეციის კომისიას კიდევ უნდა, რომ ჩვენ ევროპულად მოვიქცეთ - მათი და „ქართული ოცნების“ ინტერესები ერთმანეთს ეწინააღმდეგება

„ქართულ ოცნებას“ სასამართლოზე სრული კონტროლი სჭირდება, ვენეციის კომისიას კიდევ უნდა, რომ ჩვენ ევროპულად მოვიქცეთ - მათი და "ქართული ოცნების" ინტერესები ერთმანეთს ეწინააღმდეგება,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ვენეციის კომისიის დასკვნის კომენტირებისას განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, არ აქვს მოლოდინი, რომ "ქართული ოცნება" რეკომენდაციებს შეასრულებს, რადგან ეს მათ ერთპარტიულ ძალაუფლებას საფრთხეს შეუქმნის.

„თქვენ მოგეხსენებათ, რომ „ქართული ოცნება“ ძალოვანი უწყებებით მართავს ქვეყანას, სასამართლოზე სრული კონტროლის არსებობა მათთვის ქვეყნის სამართავად აუცილებელია. ვენეციის კომისიას კიდევ, უნდა, რომ ჩვენ ევროპულად მოვიქცეთ. შესაბამისად, მათი და „ქართული ოცნების" ინტერესები ერთმანეთს ეწინააღმდეგება, ამიტომაც ხედავთ ამ განსხვავებებს რიტორიკაში და პოზიციებში, რასაც ხედავთ. მე მგონი, გულუბრყვილო ადამიანს არ ვგავარ, რომ ველოდებოდე რეფორმირებას ისე, რომ თვითონ დაკარგონ ძალაუფლება, რომლისთვისაც ყველაფერზე წავიდნენ, მიხეილ სააკაშვილის რეპუტაცია შერყეული მოსამართლეებიც კი დატოვეს სასამართლო სისტემაში ამისთვის.

როცა ბატონი ბორელი იყო აქ ჩამოსული, მისთვისაც გასაგები გახდა "ქართული ოცნების" რეალური არსი და ბუნება, მათი ხასიათი და ის, რომ ისინი არანაირ რეალურ ცვლილებას არ აპირებენ. ამიტომ გვითხრეს, რომ ნომინალურად მაინც შეგვესრულებინა ეს პუნქტები, რომ სტატუსი მოეცათ და ამის შემდეგ გაგვეგრძელებინა მუშაობა,"- განაცხადა ხვიჩიამ.