გაეროს მონაცემებით, მდინარე იორდანეს სანაპიროზე, ისრაელის ძალებთან შეტაკებას 17 პალესტინელი ემსხვერპლა. ამის შესახებ BBC წერს.
მსხვერპლთა შორის 4 ბავშვია. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია 295 დაშავებულის შესახებ. დასავლეთ სანაპირო ღაზის სექტორისგან განცალკევებულია და მას „ჰამასი“ არ აკონტროლებს.
სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო და ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ამის შემდეგ ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.