კახა კალაძე: საქართველო იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, თუმცა ეს იყო პოლიტიკური, არასამართლიანი გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმართებაში მიღებული, სამწუხაროდ

კახა კალაძე: საქართველო იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, თუმცა ეს იყო პოლიტიკური, არასამართლიანი გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმართებაში მიღებული, სამწუხაროდ

საქართველო იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, თუმცა ეს იყო პოლიტიკური, არასამართლიანი გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმართებაში მიღებული, სამწუხაროდ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა მოთხოვნა, რაც ევროკავშირის მხრიდან იქნა გაჟღერებული, გაკეთებულია.

„ვენეციის კომისიის დასკვნას არ ვიცნობ, არ ვიცი რას წერს და რომ გავეცნობი შემდეგ შემიძლია გავაკეთო განმარტება. რეკომენდაციებიდან ყველაფერი რაც იყო ბოლოს, როდესაც ბატონი ბორელი იყო ჩამოსული, მინიშნებები რაზეც იყო გაკეთებული, ყველაფერი გაკეთდა და შესრულდა. თქვენ იცით, რომ დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით მთავრობის სამოქმედო გეგმა გადაგზავნილი იქნა ვენეციის კომისიაში. ყველა მოთხოვნა რაც იყო მათი მხრიდან გაჟღერებული, ყველაფერი გაკეთდა.

თანამშრომლობას ყოველთვის მივესალმებით, ამას წინ არაფერი უდგას. საქართველო აქამდეც იმსახურებდა სტატუსს, თუმცა არასამართლიანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რაც ძალიან სამწუხაროა. მათი მხრიდანაც და ჩვენი მეგობარი ქვეყნებიდანაც ძალიან ბევრი განცხადება იქნა გაკეთებული, რომ საქართველო იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, თუმცა ეს იყო პოლიტიკური, არასამართლიანი გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმართებაში მიღებული, სამწუხაროდ" , - განაცხადა კალაძემ.