პოლიტოლოგი ლევან ბარდანი: მსგავსი რამ ისრაელში 1973 წლის იომ-ქიფურის ომის შემდეგ არ ყოფილა. დღეს უკვე გარდაცვლილთა რიცხვმა თითქმის, 700-ს გადააჭარბა

პოლიტოლოგი ლევან ბარდანი: მსგავსი რამ ისრაელში 1973 წლის იომ-ქიფურის ომის შემდეგ არ ყოფილა. დღეს უკვე გარდაცვლილთა რიცხვმა თითქმის, 700-ს გადააჭარბა

მსგავსი რამ ისრაელში 1973 წლის იომ-ქიფურის ომის შემდეგ არ ყოფილა, -ამის შესახებ პოლიტოლოგმა ლევან ბარდანმა ისრაელიდან „იმედის კვირაში“ ჩართვისას განაცხადა.

მან „ჰამასის“ მოულოდნელ თავდასხმაზე და ამ დროისთვის ისრაელში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

„რა თქმა უნდა, რომ ამ სიურპრიზის“ ისრაელის შესაბამისი ორგანოების ნაწილი, უშიშროების განყოფილება საკმაოდ მოუმზადებელი შეხვდა და ამან გამოიწვია ეს დიდი ტრაგედია, რაც ისრაელში მოხდა. დღეს უკვე გარდაცვლილთა რიცხვმა თითქმის, 700-ს გადააჭარბა, დაჭრილების კი 2100-ს. ეს არის საკმაოდ დიდი ტრაგედია, კატასტროფა, რაც გუშინ მოხდა“, - განაცხადა პოლიტოლოგმა.

მისივე თქმით, ისრაელის სამხრეთში დარჩენილია რამდენიმე სოფელი, სადაც სეპარატისტები გააფთრებით იბრძვიან.