ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ისრაელის თავდაცვის ძალებში მოკლე ბრიფინგი გამართეს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, პრეს-სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ „ჰამასის“ ტერორისტები ღაზას სექტორში სამოქალაქო პირებს შორის იმალებიან.
„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ხალხის დასაცავად და უსაფრთხოების აღსადგენად. ჩრდილოეთისკენ [ლიბანისკენ] სრული მზადყოფნით ვიყურებით. ვინც თავს დაგვესხა, მათ მოუწევთ ჩვენი საპასუხო შეტევის ნახვა“, - განაცხადა ჰაგარიმ.
სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.