პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე ისრაელში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. შესაბამისი გზავნილი მან სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა.
„ჩემო ებრაელო მეგობრებო, სოლიდარობას გიცხადებთ! ვგმობთ იმ სასტიკ ძალადობას, რაც მშვიდობიან მოსახლეობას დაატყდა თავს. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, მთელს ისრაელს! მშვიდობა გქონოდეთ!“, - წერს კახა კალაძე.