საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ფინანსთა მინისტრთან ერთად, დღეს იუსტიციის საბჭოს მდივანს ლევან მურუსიძეს შეხვდა. შეხვედრაზე მოსამართლეებისათვის სოციალური გარანტიების უზრუნველყოფის გარდა ასევე გადაწყდა, რომ გაიზრდება იუსტიციის საბჭოს როლი სასამართლო რეფორმის განხორციელებაში.
"ეს ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც არის დემოკრატიული გზით არჩეული, იკისრებს პასუხისმგებლობას სასამართლოს დამოუკიდებლობაზე. მას სურს, რომ მოსამართლეს ჰქონდეს ნდობა და პრესტიჟი, სასამართლო კი იყოს დამოუკიდებელი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხელისუფლების წევრები ვერ გაბედავენ სასამართლოს მუშაობაში ჩარევას, ამაზე იქნება უმკაცრესი რეაგირება. თუმცა აუცილებელია თითოეული მოსამართლე გათავისუფლდეს წინა ხელისუფლების ვალდებულებისაგანაც. ეს ადამიანი არის ამის გარანტი, " -- აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა.