საქართველოს ბანკი როგორც ტექნოლოგიური კომპანია, ციფრული პროდუქტების განვითარების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. სწორედ ამიტომ საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და GDG - ის ორგანიზებით, Google – ის ღონისძიება Dev Fest 2023, 1 ოქტომბერს, თავისუფალ უნივერსიტეტში გაიმართება.
Dev. Fest უკვე მეათედ იმართება საქართველოში. ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა სივრცე მოეწყობა, სადაც სტუმრები შეძლებენ დაესწრონ როგორც ინდივიდუალურ სესიებს, ასევე პანელურ დისკუსიებს, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა ვორქშოფებში, სხვადასხვა შემეცნებითი თუ გასართობი აქტივობებში.
ღონისძიების მთავარი სცენა სპიკერებს დაეთმობა, რომლებიც ისაუბრებენ Google ის ტექნოლოგიების, Software Engine პრინციპების გამოყენებაზე, Machine Learning-სა და Data Science-ზე. მოწვეულ სპიკერებს შორის არის საქართველოს ბანკის მთავარი მონაცემთა ანალიტიკოსი მიხეილ ნადარეიშვილი, რომელიც ML - სა და Data Science - ზე ისაუბრებს, და გიორგი ვახტანგიშვილი, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, რომელიც პროდუქტის განვითარების პროცესსა და გამოწვევებზე ისაუბრებს, საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერის მაგალითზე.
პანელური დისკუსიის მონაწილეები კი განიხილავენ პროდუქტების და პროექტების მენეჯემენტს ტექის მიმართულებით, საუკეთესო პრაქტიკებსა და community-ის განვითარების პერსპექტივებს.
„ მოხარულები ვართ, რომ DevFest უკვე მეათედ იმართება საქართველოში. საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური ფინანსური ინსტიტუტი, აქტიურად უჭერს მხარს ამ სფეროს განვითარებას საქართველოში. ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულო და საამაყოა Google Developers Group (GDG) - თან პარტნიორობა და მათთან ერთად არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზება, მათ შორის DevFest-ის რომელიც, მთელს მსოფლიოში ყოველწლიურად იმართება და 300 000 მდე ტექნოლოგიების სფეროთი დაინტერესებულ ადამიანს აერთიანებს. DevFest – ზე მოსულ სტუმრებს აქვთ შესაძლებლობა, დაესწრონ ინდივიდუალურ სესიებს, ჩაერთონ შინაარსობრივ დისკუსიებში, გაცვალონ იდეები და გაიცნონ თანამოაზრეები. ჩვენ არ ვჩერდებით და აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ ტექნოლოგიური სფეროს განვითარების ხელშეწყობას საქართველოში“ - განახცადა გიორგი ვახტანგიშვილმა, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ
ღონისძიების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე