სავალუტო ფონდის მისიაა, რომ დაგვეხმაროს ფინანსურ სტაბილურობასა და ბიუჯეტის ღიაობაში და ასევე დაგვეხმაროს, რომ მაკროეკონომიკურ პარამეტრები კარგ მდგომარეობაში იყოს, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ „ქრონიკას“ განუცხადა.
„დღეს, ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვა ისტორიულ მინიმუმზეა, ვზრდით ბიუჯეტს და სხვა რა პრეტენზია ან პრობლემა აქვთ თუ საბოტაჟის მონაწილეები არ არიან. მე მაქვს პოზიტიური მოლოდინი, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი ამ გაუგებრობას დაასრულებს და თავის მისიას აღადგენს“, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ადასტურებს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა შეჩერებულია. ნათია თურნავა აღნიშნავს, რომ დროებით შეჩერებული პროგრამის განახლება აუცილებელია.