„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ არ გამორიცხა, რომ 7 ოქტომბერს მხარდამჭერებთან შეხვედრის შემდეგ ნიკა მელიამ შესაძლოა პარტიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს.
„ძალიან ბევრ ადამიანთან ძალიან გულწრფელი, ღია, საჯარო დისკუსია და კონსულტაცია გვექნება. ის, რომ დღეს დაზუსტებით გამოვაცხადოთ რაიმე ტიპის გადაწყვეტილების მიღების შესახებ, ასეა არაა. შეიძლება იყოს მიღებული რაიმე მსგავსი, მაგრამ ესეც ისევ ამ შეხვედრიდან გამომდინარე. სულ ორი გზაა და ორივე აბსოლუტურად ლოგიკური: ან ასე აგრძელებ ბრძოლას, ან ისე“, - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.
კითხვაზე, ვიხილავთ თუ არა ამ შეხვედრაზე ლევან ხაბეიშვილის ფლანგს, ბაჩო დოლიძე აცხადებს, რომ ეს ბუნებრივია, თუმცა თუ ლევან ხაბეიშვილი ან რომელიმე მისი მეგობარი მოისურვებს, გამოთქვას თავისი აზრი, კარი, რა თქმა უნდა, ღიაა.
დარჩება თუ არა ნიკა მელია „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდაპარტიული დაპირისპირების შემდეგ, სავარაუდოდ, 7 ოქტომბერს გაირკვევა, როდესაც პარტიის ყოფილი თავმჯოდმარე თანამოაზრეებს შეხვდება. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა მისი და თანაგუნდელების მომავალი პოლიტიკური საქმიანობა იქნება და არ არის გამორიცხული, ნიკა მელიამ „ნაცმოძრაობის“ დატოვების გადაწყვეტილება მიიღოს.