პარკირების საფასურის გადახდა თიბისი ფეიზე

პარკირების საფასურის გადახდა თიბისი ფეიზე

სხვადასხვა ქალაქს პარკირების სხვადასხვა სისტემა აქვს, რაც ართულებს პროცესის მართვასა და გადახდების ზედმიწევნით შესრულებას. ამასთან, ხშირად გვიწევს გადახდის ციფრულად შესრულება, პლატფორმის გაუმართაობის გამო კი ვიბნევით და შფოთვა გვემატება. თიბისი ფეიმ შექმნა პროცესი, რომელიც იქნება უმარტივესი ნებისმიერი ტიპის მომხმარებლისთვის და დაგეხმარებათ, სულ რამდენიმე წუთში დაფაროთ პარკირების გადასახადი.

თიბისი ფეი გვთავაზობს როგორ ვებსაიტს, ასევე აპლიკაციას. ორივე პლატფორმა მოიცავს მარტივ ნავიგაციასა და დახვეწილ დიზაინს, რაც გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერი პროცესის შესრულება აქ მართლაც ძალიან იოლია. აპლიკაციას აქვს როგორც iOS, ასევე Android სისტემების მხარდაჭერა და მისი გადმოწერა სრულიად უფასოა.

ორივე პლატფორმაზე მარტივად იპოვით პარკირების ველს - კატეგორიებში ან ყველაზე ხშირად გამოყენებული სერვისების ველში. შემდეგ უკვე შეგიძლიათ აირჩიოთ პროვაიდერი: მაგალითად, თბილისის, გორის, ქუთაისის ან ბათუმის პარკირების საფასური და შემდეგ უკვე მონიშნოთ, თუ რომელი სერვისი გსურთ: მხოლოდ პარკირების საფასურის გადახდა თუ არასწორად პარკირებული მანქანის ჯარიმის გადახდა?

ამასთან ერთად, თიბისი ფეი საშუალებას გაძლევთ, შეინახოთ გადახდის ქვითარი და, საჭიროების შემთხვევაში, წარადგინოთ ის შესაბამის ინსტანციაში. თქვენ მიერ შესრულებული გადახდა მომენტალურად აისახება.

კარგია ისიც, რომ თიბისი ფეის შეუძლია ამოიცნოს გადასახდელი თანხის ოდენობა და თქვენ არ მოგიწევთ რიცხვების ხელით შეყვანა. ამასთან, შეგიძლიათ ბარათი შეინახოთ და მომდევნო გადახდებზე დრო მნიშვნელოვნად დაგეზოგებათ. გახსოვდეთ, რომ თიბისი ფეი იყენებს გაძლიერებულ უსაფრთხოების სისტემებს, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენი ნებისმიერი ინფორმაცია თუ ტრანზაქცია მაქსიმალურად დაცულია.