თიბისი ფეი: გადახდების ყველაზე მარტივი სისტემა საქართველოში

თიბისი ფეი: გადახდების ყველაზე მარტივი სისტემა საქართველოში

Tbcpay.ge არის ინოვაციური პროდუქტი, რომელიც ბაზარზე გამოჩენის დღიდანვე უმარტივებს გადახდებს მომხმარებლებს. აქ თავმოყრილი 1,000+ სერვისი კი გვაძლევს საშუალებას, ერთ სივრცეში ვმართოთ ყველა ტიპის გადახდა.

თიბისი ფეის უნიკალური მახასიათებლები აქვს, რომელიც მომხმარებელს ციფრულ პლატფორმებზე უზადო გამოცდილებას უქმნის:

  1. მარტივი ინტერფეისი

თიბისი ფეის აპლიკაცია თუ ვებსაიტი ისეა შექმნილი, რომ ყველაფერი ცხადი და მარტივად სამართავი იყოს. კარგად გვესმის, რომ ფინანსური ტრანზაქციების შესრულებისას პროცესის გამჭვირვალობას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს.

  1. სწრაფი რეგისტრაცია

თიბისი ფეიზე რეგისტრაცია უფასოა და სულ რამდენიმე წუთი სჭირდება. ბუნებრივია, პლატფორმას აქვს პრემიუმ სერვისიც, რომელიც საშუალებას მოგცემთ ისარგებლოთ მაქსიმალური ბენეფიტებით.

  1. ფინანსების სამართავი ინსტრუმენტები

თიბისი ფეის პლატფორმაზე შეგიძლიათ მარტივად მართოთ ფინანსები - აკონტროლოთ გადასახადები თვიდან თვემდე და გამოთვალოთ ყოველთვიური ხარჯის მოცულობა.

  1. 24-საათიანი მხარდაჭერა

თუკი მომხმარებელს გაუჩნდა შეკითხვა ან ვერ ასრულებს დაწყებულ პროცესს, მხარდაჭერის გუნდი ნებისმიერ დროს მზადაა, დაგეხმაროთ და გადაჭრას პლატფორმაზე გაჩენილი ნებისმიერი გამოწვევა.

  1. ავტომატიზებული სერვისი

თუკი მოისურვებთ, შეძლებთ პლატფორმაზე ავტომატური გადახდებისა და შაბლონების დამატებას, რაც ნიშნავს იმას, რომ, მაგალითად, შეგიძლიათ კომუნალური გადახდები ავტომატურად დაფაროთ, შეხსენების გარეშე. პლატფორმა თავად ამოიცნობს გადასახდელი თანხის ოდენობას და თავადვე გადაიხდის მითითებული საბანკო ბარათიდან.

თიბისი ფეის კიდევ უამრავი მახასიათებელი აქვს, რომლებიც დაეხმარებათ მომხმარებლებს, უკეთ მართონ ფინანსები და გადაიხადონ გადასახადები მარტივ და უსაფრთხო პლატფორმაზე. ბრენდი მუდმივად ზრუნავს განვითარებაზე და ამატებს ინოვაციურ სერვისებს, რაც ქართულ ბაზარზე უკონკურენტო სერვისს გვთავაზობს.