საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან, ნათია თურნავსთან გამართულ შეხვედრას ევროკავშირის დელეგაციის ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება.
„სიღრმისეული შეხვედრა გვქონდა სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ნათია თურნავასთან. ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის კარგ ფუნქციონირებას, დამოუკიდებლობას და სტაბილურობას ძირეული მნიშვნელობა აქვს ევროკავშირის გაფართოების პროცესში, განსაკუთრებით ამ საპასუხისმგებლო დროს“, - წერს ტვიტერზე პაველ ჰერჩინსკი