სომხეთის მთავრობის ცნობით, ყარაბაღიდან სომხეთში ორი დღის განმავლობაში 28 000-ზე მეტი ადამიანი ჩავიდა

სომხეთის მთავრობის ცნობით, ყარაბაღიდან სომხეთში ორი დღის განმავლობაში 28 000-ზე მეტი ადამიანი ჩავიდა

ყარაბაღიდან სომხეთში ორი დღის განმავლობაში 28 000-ზე მეტი ადამიანი ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, 21 000 ადამიანის სარეგისტრაციო პროცესი დასრულებულია, 7 000-ზე მეტი ადამიანის საჭიროებების შეფასება ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია.

სომხეთის მთავრობის ინფორმაციით, ქვეყნის ხელისუფლება საცხოვრებელს მისცემს ყველას, ვისაც საცხოვრებელი ადგილი არ აქვს. სიუნიქის, ვაიოც ძორის, ტავუშის და არმავირის რეგიონებში საცხოვრებლით უკვე უზრუნველყოფილია 3 000-ზე მეტი ადამიანი.

ლაზი მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხოების გარანტიებს აძლევს აზერბაიჯანის ხელისუფლება, ესენი მაინც გამორბიან. ეჭვი მაქვს, მათი დიდ ნაწილი აქ შემოგვეხიზნება. მიუხედავად იმისა, რომ მათი მთავრობები, აფხაზეთში ქართველების დაბრუნებას, ყველა დონეზე ბლოკავენ, ჩვენ მათ გაჭირვებულებსაც ვერ ვეტყვით უარს თავშესაფარზე. იმიტომ რომ ჩვენ ვართ ჩვენ - ქართველები. სწორედაც - დიდება საქართველოს და უკვდავება ქართულ სულს.
1 წლის უკან