ნიკა მელია სხვა პლატფორმიდან ბრძოლას აანონსებს. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში ამბობს, არ გამორიცხავს, რომ ბრძოლა სხვა პლატფორმიდან მოუწიოს.
"თუ დავრწმუნდი, რომ გამოსავალი უბრალოდ ერთად, ერთი პარტიული ნომრის ქვეშ ბრძოლა არის შეუძლებელი, იმდენად, მე ვფიქრობ, ძალას ვიპოვით თავში პატივი ვცეთ და სხვადასხვა პლატფორმით ვებრძოლოთ სხვა ადამიანებთან ერთად," - აცხადებს მელია, რომელიც ასევე ამბობს, რომ პარტიაში დარჩენის საკითხზე ის და მისი მხარდამჭერები 7 ოქტომბერს შეხვედრაზე იმსჯელებენ.