გიორგი ვოლსკი: ძალიან ბევრს არ აქვს საშუალება, რომ დაიტიროს გარდაცვლილები, გმირები. ვმუშაობთ იმაზე, რომ გადმოვასვენოთ ოკუპირებული აფხაზეთიდან ნეშტები

გიორგი ვოლსკი: ძალიან ბევრს არ აქვს საშუალება, რომ დაიტიროს გარდაცვლილები, გმირები. ვმუშაობთ იმაზე, რომ გადმოვასვენოთ ოკუპირებული აფხაზეთიდან ნეშტები

ძალიან ბევრს არ აქვს საშუალება, რომ დაიტიროს გარდაცვლილები, გმირები. ვმუშაობთ იმაზე, რომ გადმოვასვენოთ ოკუპირებული აფხაზეთიდან ნეშტები, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„მძიმე დღეა 27 სექტემბერი. ქალბატონები დგანან თავისი შვილების გვარების წინ და სანთელი აქვთ დანთებული. ძალიან ბევრს არ აქვს საშუალება, რომ დაიტიროს გარდაცვლილები, გმირები. ვმუშაობთ იმაზე, რომ გადმოვასვენოთ [ოკუპირებული აფხაზეთიდან] ნეშტები. „წითელ ჯვართან“ ერთად საკმაოდ ბევრი გვაქვს ამ მიმართულებით გაკეთებული და ძალიან ცოტაა იმისათვის, რათა შვება ნახონ ადამიანებმა, რომლებიც არიან იძულებით გადაადგილებულები“, - აღნიშნა ვოლსკიმ.