გიორგი ვაშაძე: ევროკავშირში გაწევრიანებასთან ერთად სულ უფრო ახლოვდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესი

გიორგი ვაშაძე: ევროკავშირში გაწევრიანებასთან ერთად სულ უფრო ახლოვდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესი

ევროკავშირში გაწევრიანებასთან ერთად სულ უფრო ახლოვდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესი,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით ტერიტორიული მთლიანობისკენ გზა ქართულ-ევროპული პასპორტია.

„ევროკავშირში გაწევრიანებასთან ერთად სულ უფრო ახლოვდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესი. უბრალოდ წარმოიდგინეთ სოხუმსა და ცხინვალში მცხოვრები ადამიანებისთვის ორი ალტერნატივა, ერთი, რუსული პასპორტი, რომელიც სიკვდილთან და განადგურებასთან ასოცირდება. მეორე მხრივ, ქართულ-ევროპული პასპორტი, რომელიც განვითარებასა და პერსპექტივასთან ასოცირდება. ეს არის გზა ტერიტორიული მთლიანობისთვის“,- აღნიშნა ვაშაძემ.