ფორმულა, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებასა და საერთაშორისო თანამეგობრობას სთავაზობს, არის მიუღებელი და გაუგებარი და პირდაპირ მიმართულია, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ესეთ ფორმულას - რომ საზოგადოებას ეკუთვნის, ხოლო მისი უმრავლესობის მიერ არჩეულ მთავრობას არაფერი ეკუთვნის, ეს არის მიუღებელი და გაუგონარი ფორმულა., რომელიც ჩვენს ინტერესებს ეწინააღმდეგება“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
საკონსტიტუციო სასამართლომ პროცესი 3 ოქტომბერს დანიშნა, სადაც იმსჯელებენ, დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია.