ახლა ერთადერთი საშუალება  რადიკალური ოპოზიციის რეანიმაციის არის, რომ რამენაირად, ხან გარედან, ხან შიგნიდან, სხვადასხვა პროვოკაციების საშუალებით შექმნან იმიტაცია, რომ ისინი ცოცხლობენ - ვხედავთ ამის მცდელობას რაღაც ქუჩური  გარჩევებით ყოფით ნიადაგზე

ახლა ერთადერთი საშუალება  რადიკალური ოპოზიციის რეანიმაციის არის, რომ რამენაირად, ხან გარედან, ხან შიგნიდან, სხვადასხვა პროვოკაციების საშუალებით შექმნან იმიტაცია, რომ ისინი ცოცხლობენ - ვხედავთ ამის მცდელობას რაღაც ქუჩური  გარჩევებით ყოფით ნიადაგზე

„მჯერა საზოგადოების, ქართველი ხალხის გონიერების, რომ 2024 წლამდე, ზედმეტი პროვოკაციების, სპეკულაციების ანკესს არ წამოეგებიან“, - ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრმა ზურაბ ქადაგიძემ გადაცემაში „პოლიტიკური პოსტი“ ისაუბრა.

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, რადიკალური ოპოზიცია ყველანაირად ცდილობს, რომ საზოგადოების პოლარიზება მოახდინოს და სამოქალაქო დაპირისპირება გამოიწვიოს.

„ სუს-მა როდესაც ეს ბრიფინგი ჩაატარა ყველამ მოვისმინეთ, თუმცა ადამიანები ვინც  ჩახედული, დაინტერესებული ვართ  და ზოგადად, რადიკალური ოპოზიციის ანატომიას ვიცნობთ, არც მოველოდით სხვა რაიმე ინფორმაციას. ვიცოდით, რომ ამ ადამიანებს ასეთი დღის რეჟიმით უნდათ ცხოვრება, ხოლო რა თქმა უნდა, ამას ამყარებს უკვე საზოგადოებისთვისაც ის მოქმედებები, რასაც ეს ადამიანები სჩადიან ყოველდღიურად, გამომდინარე იქედან, რომ სამწუხაროდ, საქართველოში ოპოზიცია არ გვყავს და შეიძლება ითქვას, რომ ის მართვით სუნთქვაზეა გადასული.

ახლა, ერთადერთი საშუალება  რადიკალური ოპოზიციის რეანიმაციის არის, რომ რამენაირად, ხან გარედან, ხან შიგნიდან, სხვადასხვა პროვოკაციების საშუალებით შექმნან იმიტაცია, რომ ეს ადამიანები ცოცხლობენ (პოლიტიკური თვალსაზრისით ვსაუბრობ, ღმერთმა ყველა კარგად ამყოფოს). ვხედავთ ამის მცდელობას, იქ რაღაც ქუჩური  გარჩევები ყოფით ნიადაგზე. თბილისი პატარა ქალაქია და ყველამ ყველაფერი კარგად  ვიცით, თუ რას საუბრობენ სხვადასხვა ადამიანებზე. გლდანში მომხდარი ინციდენტი უკავშირდება „ნაცმოძრაობის “ ერთ-ერთი წევრის წარსულ ცხოვრებას (შემდეგ სასამართლოზეც  კი ითქვა  ე.წ დამნაშავის, მოპასუხის მხრიდან იქნა გაცხადებული, რომ ყოფით ნიადაგზე მოხდა ეს შემთხვევა). მაგრამ აქ საუბარი არაა რეალურ ფაქტებზე, აქ საუბარია რეანიმაციაზე, რასაც ვსაუბრობდით ჩვენ. ყველა საშუალება უნდა იქნას გამოყენებული იმისათვის, რომ რამენაირად, შეიქმნას რადიკალური დღის წესრიგი - რატომ?  იმიტომ, რომ  რადიკალური დღის წესრიგის გარდა ოპოზიცია ფუნქციური თვალსაზრისითაც ვერ ფუნქციონირებს, არათუ პერსპექტივა აქვს სხვა. ამისათვის კეთდება ყველაფერი. დამერწმუნეთ, რაც დრო გავა და მოახლოვდება 2024 წლის არჩევნები, ასეთი მცდელობები უფრო გახშირდება. გახშირდება იქიდან გამომდინარე, რომ პოლარიზაციამ, რაც შეიძლება მაქსიმუმს მიაღწიოს, რომ რამენაირად, იქნებ მოხდეს სამოქალაქო დაპირისპირება. რაც იქნება გამოყენებული რადიკალური ძალების მიერ. მთავარი არის, საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე, ჰქონდეს სწორი, რეალური წარმოდგენები ფაქტებზე. ყველა პოლიტიკაში ჩართული, ჭკუათმყოფელი ანალიტიკოსი თუ პოლიტიკოსი ამას უნდა ემსახურებოდეს. დღემდე, აქამდე ასე მოვედით, მე მაქვს დიდი იმედი, მჯერა საზოგადოების, ქართველი ხალხის გონიერების, რომ 2024 წლამდე, ზედმეტი პროვოკაციების, სპეკულაციების ანკესს არ წამოეგებიან. რეალურად მიიღებენ იმ ფაქტებს, როგორიც არის მაგალითად, ბითური რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგის რეალური შეფასება, არჩევნების, პოლიტიკური პროცესების შეფასება და ა.შ...“, - განაცხადა ქადაგიძემ.