გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძესთან ერთად მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) წარმომადგენლებს შეხვდა.
IOM - ის წარმომადგენლებმა მხარის რწმუნებულს ანასეულში ჩატარებული სოციალურ-ეკონომიკური კვლევის შედეგები გააცნეს, სადაც მოქალაქეების მიერ გამოკვეთილ თემის გაძლიერებისათვის საჭირო პრიორიტეტებზე ისაუბრეს.
ასევე, იმსჯელეს დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის საკითხზე და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს.