იყო მცირე შანსი, ან საერთოდ არ წარდგენილიყვნენ მსგავსი კანდიდატები ან, გამოსულიყო ქალბატონი პრეზიდენტი თურნავას გადაწყვეტილებამდე და ეთქვა, რომ სებ-ის დამოუკიდებლობა საფრთხის ქვეშ არის. ეს ასე არ მოხდა სამწუხაროდ. მისი არგუმენტი ვფიქრობ, ძალიან სუსტია, - ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
„ოთარ ფარცხალაძე ქართული პასპორტით სერიოზულ პრობლემას ქმნის არამხოლოდ საქართველოსთვის, როგორც „ეფესბეს“ აგენტი, არამედ შეიძლება პრობლემა შეუქმნას ევროპულ ქვეყნებსაც, გადაადგილდება რა საქართველოს პასპორტით. ამიტომ მას ჩემი აზრით, დაუყოვნებლივ უნდა ჩამოერთვას მოქალაქეობა“, - განაცხადა დეკანოიძემ.