გიორგი გამსახურდია რადიკალურ ოპოზიციაზე: პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი დარჩენის ერთადერთი საშუალება არის სწორედ ამ გზით სხვლა - სახელმწიფო გადატრიალება, არეულობა

გიორგი გამსახურდია რადიკალურ ოპოზიციაზე: პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი დარჩენის ერთადერთი საშუალება არის სწორედ ამ გზით სხვლა - სახელმწიფო გადატრიალება, არეულობა

გიორგი გამსახურდიამ სუსის მიერ გადატრიალების მცდელობაზე გავრცელებული ინფორმაცია შეაფასა. ამ თემაზე პირველი პრეზიდენტის შვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.

„პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი დარჩენის ერთადერთი საშუალება არის სწორედ ამ გზით სვლა - სახელმწიფო გადატრიალება, არეულობა. ეს არის მათი დღის წესრიგი. მათ არ შეუძლიათ საპარლამენტო ტრიბუნა, მათ არ შეუძლიათ პოლიტიკური დებატები. როდესაც იგორ გიორგაძის დაცვის უფროსის - გია ლორთქიფანიძის ენით ელაპარაკები ისევ ამომრჩეველს, იქ უკვე ყველაფერი დამთავრებულია“, - განაცხადა გამსახურდიამ.

სუსის ინფორმაციით, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირები მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავენ დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა.