"ჩემი და სალომეს უთანხმოების მიზეზები შორეულ წარსულშია, უკავშირდება ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებას..." - რა ამბობს ოთარ ზურაბიშვილი პრეზიდენტ დაზე?

"სა­ქარ­თვე­ლო ორ ფრე­ნას შო­რის", - ასე უწო­დებს სა­ქარ­თვე­ლო­ში დღეს არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ძმა ოთარ ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი და დას­ძენს: "პრე­მი­ე­რის ოჯა­ხუ­რი მოგ­ზა­უ­რო­ბა აშშ-ში დიდ უხერ­ხუ­ლო­ბას იწ­ვევს, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, როცა ის თა­ვად უკ­რძა­ლავს პრე­ზი­დენტს სა­ზღვარ­გა­რეთ მოგ­ზა­უ­რო­ბას". მისი თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­კუ­თარ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან "კონ­ტრშე­ტე­ვა­ზეა" გა­და­სუ­ლი, ამ დროს კი მე­ხუ­თე პრე­ზი­დენ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან ვი­ზი­ტებ­ზე პი­რა­დი სახ­სრე­ბით და­დის. უფრო ვრცლად პრე­ზი­დენ­ტი დის პო­ლი­ტი­კურ მიზ­ნებ­სა და ამო­ცა­ნებ­ზე ოთარ ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა:

- ამე­რი­კა­ში პრე­მი­ერ ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ოჯა­ხურ­მა მოგ­ზა­უ­რო­ბამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის მღელ­ვა­რე­ბა ნამ­დვი­ლად გა­მო­იწ­ვია. მრჩე­ბა გან­ცდა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ თა­ვი­სი რუ­პო­რე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა მო­ახ­დი­ნა და პრე­მი­ე­რის და­სა­ცა­ვად შე­ტე­ვა­ზე გა­დას­ვლა სცა­და. აბა, სხვა რა შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო თუ არა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის "კონ­ტრშე­ტე­ვა", როცა მო­სახ­ლე­ო­ბის ყუ­რა­დღე­ბის გა­და­სა­ტა­ნად სა­ა­კაშ­ვილს პრე­მი­ე­რის­თვის ხელ­საყ­რელ დროს ახა­ლი ბრა­ლი წა­უ­ყე­ნეს, რო­მე­ლიც ზუს­ტად სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან და­ფი­ნან­სე­ბულ მგზავ­რო­ბას ეხე­ბა. ერთ მხა­რე­საა თვითმფრი­ნა­ვით პრე­მი­ე­რი­სა და მისი ოჯა­ხის მოგ­ზა­უ­რო­ბა, პი­რა­დი ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის სა­ხელ­მწი­ფო ხარ­ჯე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, მე­ო­რე მხა­რეს კი პრე­ზი­დენ­ტის ვი­ზი­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სე­ბით იყო ნა­კარ­ნა­ხე­ვი და პი­რა­დი სახ­სრე­ბი­თაა და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი. ნა­თე­ლია, ვინ ზრუ­ნავს სა­კუ­თარ ინ­ტე­რე­სებ­ზე და ვინ იცავს სა­ქარ­თვე­ლოს.

- რო­გორ ფიქ­რობთ, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა და­არ­ღვია კონ­სტი­ტუ­ცია?

- სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი სტრუქ­ტუ­რე­ბის­კენ სვლა კონ­სტი­ტუ­ცი­ა­შია ჩა­წე­რი­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, პრე­ზი­დენ­ტმა კონ­სტი­ტუ­ცია კი არ და­არ­ღვია, და­იც­ვა. რა არის მისი იმ­პიჩ­მენ­ტის მი­ზე­ზი?! - პრე­ზი­დენ­ტის ევ­რო­პის­კენ მის­წრა­ფე­ბა. დღეს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის დიდი ნა­წი­ლი ელო­დე­ბა კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბას. გა­უ­გე­ბა­რია, მა­შინ, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო ბეწ­ვის ხიდ­ზე გა­დის, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ასეთ სა­რის­კო ნა­ბი­ჯებს დგამ­დეს?!

- ვიდ­რე პრე­ზი­დენ­ტი ევ­რო­პელ ლი­დე­რებს შეხ­ვდე­ბო­და, თქვენ თუ გე­სა­უბ­რათ?

- არ მინ­და ჩვე­ნი კერ­ძო სა­უბ­რე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა...

- მა­შინ ის გვი­თხა­რით, რას ელო­და პრე­მი­ე­რის უა­რის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფის შე­დე­გად "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­გან"?

- სა­ლო­მე ძალ­ზე პრინ­ცი­პუ­ლია, მის­თვის ყვე­ლა­ფერ­ზე მაღ­ლა სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი დგას. ის კომ­პრო­მის­ზე არ წავა იმის გამო, რომ "ოც­ნე­ბის" ლი­დე­რე­ბის­გან ღი­მი­ლი მი­ი­ღოს.

- რას აპი­რებს იმ­პიჩ­მენ­ტის შემ­თხვე­ვა­ში?

- ჯერ­ჯე­რო­ბით სა­კი­თხი ასე არ დგას, სა­ლო­მე­საც ჯერ კი­დევ გა­და­სად­გმე­ლი აქვს მთა­ვა­რი ნა­ბი­ჯე­ბი. თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მარ­თლა და­ი­წყო პრე­ზი­დენ­ტის იმ­პიჩ­მენ­ტი, სა­ლო­მე იტყვის, რას აპი­რებს. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა