ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მემილიონე მგზავრი მიიღო.
აეროპორტში ფრანკფურტის რეისს საზეიმოდ დახვდნენ. მემილიონე მგზავრი კი გერმანიის მოქალაქე პიტერ გოცინგერი აღმოჩნდა. იგი არის ბლოგერი კვების მიმართულებით და აპირებს მეუღლესთან ერთად საქართველოში ერთი თვით დარჩეს.
ფრანკფურტის რეისის მგზავრებმა ეკრანების სპეციალური გვირაბი გაიარეს, რომელიც იმერეთის პეიზაჟებით და ღირსშესანიშნაობებით იყო აწყობილი. მგზავრებს სპეციალური საჩუქრებიც გადაეცათ.