ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

„ნაციონალური მოძრაობის" წევრები - ნიკა მელიას, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. პროცესის გადადების შუამდგომლობა ადვოკატმა დააყენა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.

სასამართლო პროცესი 23 ოქტომბერს გაიმართება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გლდანში მომხდარი დაპირისპირებისას მელიამ და მასთან ერთად დაკავებულმა პირებმა სამართალდამცველებს სამსხურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს, მიაყენეს სიტყვიერი, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა, წინააღმდეგობა გაუწიეს. სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.