პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოთხოვნით, ერევანში საპროტესტო აქციები გრძელდება.
როგორც „ქრონიკის“ ჟურნალისტი სომხეთის დედაქალაქიდან იტყობინება, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ამ წუთებში პოლიციაა მობილიზებული.
ოპოზიცია მთავრობის შენობის ბლოკირებასა და სხდომის ჩაშლას გეგმავდა, თუმცა, მათ ეს ვერ შეძლეს, რადგან მთავრობის სხდომა დანიშნულ დროზე ადრე დაიწყო. აღნიშნულმა ფაქტმა აქციის მონაწილეები გააღიზიანა. შედეგად, პოლიციასთან რამდენიმე დაპირისპირება იყო. მოქალაქეები ნიკოლ ფაშინიანს ყარაბაღში მიმდინარე პროცესების გამო არასათანადო მოქმედებებში ადანაშაულებენ და მის გადადგომას ითხოვენ.
ამასთან, ღამით მთავრობის სახლთან ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. პოლიციამ რამდენიმე აქტივისტიც დააკავა.
2023 წლის 19 სექტემბერს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში მთიან ყარაბაღში ლოკალური ანტიტერორისტული ღონისძიებების დაწყების შესახებ განაცხადეს. 20 სექტემბერს კი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა თავისი სუვერენიტეტი აღადგინა.
მთიან ყარაბაღში განვითარებული მოვლენების გამო ერევანში, მთავრობის შენობასთს ანტისამთავრობო აქციები იმართება. აქციის მონაწილეები ნიკოლ ფაშინიანს აზერბაიჯანისთვის მთიანი ყარაბაღის გადაცემაში ადანაშაულებენ და პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვენ.