ბულგარეთის ხელისუფლებამ სოფიაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ვასიანი და კიდევ ორი მღვდელმსახური ქვეყნიდან გააძევა.
ბულგარეთში რუსეთის საელჩოს ინფორმაციით, ეკლესიის მღვდელთმსახურები მიგრაციის სამსახურში გამოიძახეს, სადაც განუმარტეს, რომ ისინი საფრთხეს უქმნიდნენ ბულგარეთის ეროვნულ უსაფრთხოებას და დაუყოვნებლივ უნდა დაეტოვებინათ ქვეყანა. სიტყვიერი გაფრთხილების შემდეგ ისინი სახლში პირადი ნივთების შესაგროვებლად მიაცილეს, შემდეგ ეკლესიაში მიიყვანეს და ბოლოს, სერბეთის საზღვართან დაემშვიდობნენ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მომხდარს უკვე უწოდეს არამეგობრული აქტი.