რადგან ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს დამსახურებულად ველით, კიდევ უფრო მეტად დასაფასებელია მალტას მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ტვიტერზე" წერს.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, მალტას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ რობერტ აბელასთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ორმხრივი კავშირების გაძლიერების საკითხებს.
„ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა მალტას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ რობერტ აბელასთან. საუბარი შეეხო ორმხრივი კავშირების გაძლიერებისა და მრავალმხრივი თანამშრომლობის გამყარების გზებს. რადგან ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს დამსახურებულად ველით, კიდევ უფრო მეტად დასაფასებელია მალტას მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე", - აღნიშნავს პრემიერი.
https://twitter.com/gharibashvilige/status/1705112528089460796?s=46&t=yQhgcO8K86qHgRcab0PqPA