ირაკლი ღარიბაშვილი: მქონდა პატივი დავსწრებოდი გაეროს 78-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტისა და პირველი ლედის მიერ ორგანიზებულ ოფიციალურ მიღებას, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ძლიერია და სარგებელი მოაქვს ორივე ქვეყნისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს 78-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში, აშშ-ის პრეზიდენტისა და პირველი ლედის სახელით გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო.

როგორც მთავრობის მეთაური "ტვიტერზე" წერს, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ძლიერია და სარგებელი მოაქვს ორივე ქვეყნისთვის.

"გაეროს 78-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში, მქონდა პატივი დავსწრებოდი აშშ პრეზიდენტისა და პირველი ლედის სახელით გამართულ ოფიციალურ მიღებას.

აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ძლიერია და სარგებელი მოაქვს ორივე ქვეყნისთვის", - აღნიშნავს პრემიერი.

https://twitter.com/gharibashvilige/status/1705111118987825451?s=46&t=yQhgcO8K86qHgRcab0PqPA