ირაკლი კობახიძე: სააკაშვილის ყველა ხარჯი იყო აბსოლუტურად არალეგიტიმური, ბიუჯეტის ფულს საკუთარ კეთილდღეობას ახმარდა

ირაკლი კობახიძე: სააკაშვილის ყველა ხარჯი იყო აბსოლუტურად არალეგიტიმური, ბიუჯეტის ფულს საკუთარ კეთილდღეობას ახმარდა

მე რა ინფორმაციაც მაქვს, [მიხეილ სააკაშვილის] ყველა ხარჯი იყო აბსოლუტურად არალეგიტიმური, - ასე უპასუხა უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელი სააკაშვილის საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესს ეხებოდა.

მისი თქმით, საბოლოო ჯამში, ყველაფერს გამოძიება დაადგენს.

„მთლიანად საკუთარ კეთილდღეობას ახმარდა ბიუჯეტის ფულს სააკაშვილი, როდესაც დაფრინავდა საკუთარი კეთილდღეობისთვის კონკრეტულ ქვეყნებში, თუმცა ყველაფერს დაადგენს გამოძიება. “, - განაცხადა კობახიძემ.

თავდაცვის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესი დაიწყო.