საბოტაჟის ინტერესი იყო. ნოემბრის ბოლოსთვის რჩებოდა ეროვნული ბანკის საბჭოში მხოლოდ სამი, ან 4 წევრი. პირდაპირ იკვეთება ინტერესი, რომ განხორციელებულიყო ამ კონსტიტუციური ორგანოს საბოტაჟი რაშიც სამწუხაროდ პირდაპირ იყო ჩართული სალომე ზურაბიშვილი იმ ალიანსიდან გამომდინარე, რაც აქვს, - ამის შესახებ ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, დღეს ეს საკითხი არის ამოწურული, გამომდინარე იქიდან, რომ მინიმუმ 5 წევრი ნოემბრის ბოლოსთვის ეროვნული ბანკის საბჭოში დარჩება.
„ეროვნულ ბანკს შეუძლია ძალიან ბერი რამის გაკეთებაც და გაფუჭებაც იგივე ლარის კურსთან დაკავშირებით. გახსოვთ რა ხდებოდა, რიდესაც გიორგი ქადაგიძე იყო პრეზიდენტი. პირდაპირ საბოტაჟი წარმოებდა ბანკში. იყო სერიოზული რისკები ამ ადამიანებთან დაკავშირებით, თუ რომელიმე შეასრულებდა პრეზიდენტის მოვალეობას. დღეს უზრუნველყოფილია ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა და უზრუნველყოფილია ის, რომ ეს ორგანო იფუნქციონირებს სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად“, - განაცხადა კობახიძემ.