ირაკლი ღარიბაშვილი ესტონეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე: განვიხილეთ საქართველო-ესტონეთის ტრადიციული მეგობრობა და  გრძელვადიანი პარტნიორობა, ისევე როგორც  მრავალმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების გზები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესტონეთის პრეზიდენტთან შეხვედრას სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეხმაურება.

მთავრობის მეთაურის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-ესტონეთის ტრადიციული მეგობრობა და  გრძელვადიანი პარტნიორობა.

"ნიუ-იორკში დღეს ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა ესტონეთის პრეზიდენტ ალარ კარისთან.

განვიხილეთ საქართველო-ესტონეთის ტრადიციული მეგობრობა და  გრძელვადიანი პარტნიორობა, ისევე როგორც  მრავალმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების გზები, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მინიჭების საკითხი და მიმდინარე ძალისხმევა ევროპული ინტეგრაციის ფარგლებში",- აღნიშნავს პრემიერი.

https://x.com/gharibashvilige/status/1704747138695966777?s=46