გიორგი ვოლსკი ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტაზე: როდესაც იუსტიციის სამინისტრო იღებს გადაწყვეტილებას, ეს გამომდინარეობს იმ კანონმდებლობიდან, რომელიც საქართველოში მოქმედებს

გიორგი ვოლსკი ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტაზე: როდესაც იუსტიციის სამინისტრო იღებს გადაწყვეტილებას, ეს გამომდინარეობს იმ კანონმდებლობიდან, რომელიც საქართველოში მოქმედებს

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის მიზანშეწონილად მიჩნევასთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში განცხადებები გაკეთდა. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის თქმით, მიღებულია კონსტიტუციასთან შესაბამისი გადაწყვეტილება.

„როდესაც იუსტიციის სამინისტრო იღებს გადაწყვეტილებას, ეს გამომდინარეობს იმ კანონმდებლობიდან, რომელიც საქართველოში მოქმედებს. ამაში არაფერია სკანდალური. მან [სამინისტრომ] მიიღო რეალური ინფორმაცია და ამ ინფორმაციის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანი უნდა მოიკვეთოს საკუთარი სამშობლოდან. არსებობს მოქალაქეობის აღდგენის წინაპირობები“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის შესაბამისი დასკვნა საქართველოს პრეზიდენტთან გადაგზავნილია.