პრემიერ-მინისტრმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო (ვიდეო)

პრემიერ-მინისტრმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო (ვიდეო)

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო, რითაც პატივი მიაგო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას.

"20 წელი გავიდა ამ ტრაგიკული თარიღიდან. 1993 წლის 27 სექტემბერი იყო დიდი ტრაგედია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ეს დღე გვახსენებს ომის დამღუპველ შედეგებს, ნგრევას, დევნას, უსახლკარობას. უდიდესი დანაკლისი განვიცადეთ ქართველებმა და აფხაზებმა ამ ომში. ვერავინ დაგვიბრუნებს დაღუპულებს, ვერ აგვინაზღაურებს ამ დიდ დანაკლისს. პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას. ძალიან მძიმეა დევნილი მოსახლეობის ხვედრი. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ, რომ მათ ღირესული ცხოვრება შეეძლოთ ქვეყანაში, ღირსეული ინტეგრაცია მოახდინონ. მანამ გავაგრძელებთ დახმარებას, სანამ არ დაუბრუნდებიან საკუთარ სახლ-კარს",- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.