SOLO X ალექსანდრე კორძაიას სპექტაკლის „ბრუნტეტი - დაბრუნება“ მხარდამჭერია

SOLO X ალექსანდრე კორძაიას სპექტაკლის „ბრუნტეტი - დაბრუნება“ მხარდამჭერია

SOLO X საქართველოში კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით SOLO X მუსიკალური სპექტაკლის „ბრუნტეტი - დაბრუნება“ მხარდამჭერია, რომელიც საქართველოს სხვადასხვა ქალაქის თეატრებში გაიმართება.

„ბრუნტეტი - დაბრუნება“ ალექსანდრე კორძაიას (Kordz) ნაწარმოებზე „1999“ არის დაფუძნებული, რომელიც 2021 წელს ჰოლანდიური ანსამბლისთვის „Kluster 5” დაიწერა. მუსიკალური სპექტაკლი მაყურებელს Kordz-ის წარმოსახვით სამყაროში ამოგზაურებს. შესაბამისად, მასში გამოყენებულია 1999 წლის აუდიოჩანაწერები, რომლებშიც 5 წლის ალექსანდრე მის წარმოსახვით სამყაროზე - ბრუნტეტზე, მის მაცხოვრებლებსა და ავტორის გონებაში დალექილ სხვადასხვა საინტერესო თემაზე გვიყვება.

სპექტაკლის რეჟისორია სანდრო კალანდაძე, წარმოდგენას მუსიკალურად აფორმებენ Kordz & ანსამბლი Kluster 5 (ჰააგა, ნიდერლანდები). პროექტის თეატრალურ მიმართულებაზე მუშაობდა „ჰარაკის“ გუნდი.

ტურის ფარგლებში სპექტაკლი სხვადასხვა ქალაქების თეატრებში დაიდგმება:

29 სექტემბერი - მარჯანიშვილის თეატრი (2 წარმოდგენა)

2 ოქტომბერი - ერისთავის თეატრი, გორი

4 ოქტომბერი - მესხიშვილის თეატრი, ქუთაისი

6 ოქტომბერი - საზაფხულო თეატრი, ბათუმი

 ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ, ვებგვერდზე: https://tkt.ge/show/14861/brunteti-the-return აღსანიშნავია, რომ SOLO ბარათის მფლობელები 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

პროექტის მხარდამჭერები არიან: SOLO X, მაზდა ცენტრი თეგეტა, Rooms Hotels.

მსახიობები:

ლანა ყავრელიშვილი

ანანო მახარაძე

ნატალია გაბისონია

ბექა ხაჩიძე

გიორგი რაზმაძე

თემო რეხვიაშვილი

მხატვარი:

ნანა კალანდაძე

ანიმაცია:

ნანა კალანდაძე და კოკა კიტია

ორგანიზატორი: Stockton