ნებისმიერი ტიპის სესხი MBC-ში - აიღე მარტივად

ნებისმიერი ტიპის სესხი MBC-ში - აიღე მარტივად

კრედიტის აღების გარეშე, დღესდღეობით, ფუნდამენტური საჭიროებების დაკმაყოფილებაც კი წარმოუდგენელია. საშუალო შემოსავლის პირობებში უმრავლესობა დანაზოგის გაკეთებას ვერ ახერხებს, ამიტომ უძრავი ქონების, ავტომობილის შესაძენად ან საკუთარი საქმის დასაწყებად სესხის აღება გონივრული არჩევანია. მთავარია სწორად შეარჩიოთ კომპანია და ხელშეკრულება მხოლოდ ამის შემდგომ გააფორმოთ.

MBC-ის სესხები ადგილობრივ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია, რადგან კომპანია მომხმარებლებში სანდო რეპუტაციით სარგებლობს. ინდივიდუალურ შემოსავლებზე მორგებული გადახდის კლებადი გრაფიკით MBC ვალდებულების შესრულებას გიმარტივებთ და გეხმარებათ, რომ სესხის გადახდა წლების განმავლობაში მძიმე ტვირთად არ გექცეთ. გაეცანით ემბისის შემოთავაზებებს და აიღეთ სესხი ყველაზე გამარტივებული პირობებით.

ავტო სესხი

თუ უკვე ხართ 20 წლის და ავტომობილის შეძენაზე ოცნებობთ ფულის დასაგროვებლად წლობით ლოდინი აღარ მოგიწევთ. საკმარისია ეწვიოთ ემბისის ვებგვერდს, აირჩიოთ განაცხადის საჭირო ტიპი, გაიაროთ მარტივი იდენთიფიკაცია და წარმოადგინოთ მინიმალური დოკუმენტაცია (პირადობა ან პასპორტი და რეგისტრაციის მოწმობა). 50 000 ლარამდე სესხზე თანხმობას სატელეფონო ზარის საშუალებით შეგატყობინებენ, ხოლო კომპანიის ფილიალში ვიზიტი მხოლოდ თანხის ასაღებად მოგიწევთ.

იპოთეკური სესხი

იპოთეკური სესხის აღება საკმაოდ საპასუხისმგებლო საკითხია, რადგან ის ადამიანის ცხოვრების ათეულობით წელს განსაზღვრავს. თქვენს შემოსავლებზე მორგებული გადახდის კლებადი გრაფიკით ემბისიში სესხის დაფარვა გაგიმარტივდებათ. იპოთეკური სესხის ასაღებად თუ შესაბამისი უზრუნველყოფა გაქვთ, 100 ათას ლარამდე კრედიტს მიიღებთ. ამასთან, თქვენ თავიდან აირიდებთ კერძო იპოთეკარების თაღლითურ სქემებს და ისეთ კომპანიასთან ითანამშრომლებთ, რომელიც სანდო რეპუტაციით მრავალი წელია სარგებლობს.

ბიზნეს სესხი

თუ ბიზნესის დაწყებას ან გაფართოებას გეგმავთ და ფინანსური რესურსების მოძიება გიჭირთ, ლოდინი ნამდვილად არ ღირს. უმჯობესია ემბისიში ბიზნეს სესხი დაუყოვნებლივ აიღოთ და თქვენი ოცნების განხორციელებაზე იზრუნოთ. კომპანიაში ორი ტიპის კრედიტი მოქმედებს:

  • 2000-დან 100 000 ლარამდე ოდენობით - უზრუნველყოფილი ბიზნეს სესხი;
  • 500-დან 20000 ლარამდე სესხი- ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე;

სესხის აღებამდე გაიარეთ კონსულტაცია კომპანიის ექსპერტებთან, რათა კაპიტალი სწორად გამოიყენოთ და მომგებიანად დააბანდოთ. ემბისი სესხის აღების ნებისმიერ ეტაპზე უწყვეტ მხარდაჭერას გთავაზობთ. კომპანია განიხილავს ნებისმიერი სახის საკრედიტო ისტორიის მქონე მომხმარებლის განაცხადს და  მიზნის განხორციელების შანსს გაძლევთ.