შემაშფოთებელია, რომ კეზერაშვილი დღემდე სარგებლობს თავისუფალი მიმოსვლით ევროკავშირის ქვეყნებში. ეს მართლა შემაშფოთებელია. ის ძარცვავს პირველ რიგში ევროპელ პენსიონერებს და ამავდროულად სარგებლობს თავისუფალი მიმოსვლით ევროკავშირის ქვეყნებში, ამავდროულად აფინანსებს, როგორც თავად აღიარა, ოპოზიციურ პარტიებს, აფინანსებს ენჯეოებს, აფინანსებს ტელევიზიებს. ეს არის საზოგადოებისთვის სამსჯელო საკითხი - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ჩვენ გვგონია, რომ ეს ყველაფერი პირდაპირ არის დაკავშირებული გლობალური ომის პარტიის ინტერესებთან. მათ შორის კონკრეტულად ევროპელი პენსიონერების ძარცვაც არის გლობალური ომის პარტიის ინტერესებში. საზოგადოებამ იმსჯელოს ამაზე, რატომ აძარცვინებენ ევროპელ პენსიონერებს და რატომ აფინანსებინებენ ქართულ ოპოზიციას ამ ნაძარცვი ფულით“, - განმარტა ირაკლი კობახიძემ.