დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა.
შს სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა თამარ ტალიაშვილმა სტუმრებს გააცნო სამინისტროში განხორციელებული რეფორმები და ღონისძიებები. შეხვედრაზე ისაუბრეს არჩევნების პერიოდში ადამიანის უფლებების დაცვის, უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის საკითხებზე. სტუმრები გაეცნენ მინისტრის მიერ ბრძანებით დამტკიცებული „არჩევნების პერიოდში უწყების მოსამსახურეთა სახელმძღვანელო ინსტრუქციას“ რომელიც არჩევნების პერიოდში პოლიციელთა უფლება-მოვალეობებს, კანონით დადგენილ აკრძალვებსა და შეზღუდვებს განსაზღვრავს.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დელეგაცია ახორციელებს წინასაარჩევნო მისიას თბილისში, რათა შეაფასოს წინასაარჩევნო კამპანია დ კონტექსტი 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის.