დღეს, თავდაცვის სამინისტროში საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ყოფილი და ახლად დანიშნული სამხედრო ატაშეები ვიცე-პოლკოვნიკები სტივ ფილიპსი და ნიკ უილკესი იმყოფებოდნენ.
თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ვიცე-პოლკოვნიკი სტივ ფილიპსი თავდაცვის სამინისტროსთვის გაწეული სამსახურისთვის „გენერალ კვინიტაძის“ მედლით დააჯილდოვა. ირაკლი ალასანიამ ყოფილ სამხედრო ატაშეს სამხედრო განათლებასა და წვრთნაში გაწეული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრის დასასრულს, მინისტრმა დიდი ბრიტანეთის ახალ ატაშეს ვიცე-პოლკოვნიკ ნიკ უილკს საქართველოში მომავალი საქმიანობისთვის წარმატებები უსურვა.