მამუკა მდინარაძე: ოთხშაბათამდე დასრულდება იმპიჩმენტის საკითხზე დოკუმენტების მომზადება და წარედგინება საპროცედურო საკითხთა კომიტეტს, რომელიც შეამოწმებს ხელმოწერების ნამდვილობას

მამუკა მდინარაძე: ოთხშაბათამდე დასრულდება იმპიჩმენტის საკითხზე დოკუმენტების მომზადება და წარედგინება საპროცედურო საკითხთა კომიტეტს, რომელიც შეამოწმებს ხელმოწერების ნამდვილობას

მმართველმა გუნდმა უმრავლესობის სხდომაზე პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებისთვის საჭირო ხელმოწერები შეაგროვა. ამის შემდეგ „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.

„ოთხშაბათამდე დასრულდება იმპიჩმენტის საკითხზე დოკუმენტების მომზადება და წარედგინება საპროცედურო საკითხთა კომიტეტს, რომელიც შეამოწმებს ხელმოწერების ნამდვილობას და ამის შედეგ ამ დოკუმენტებს წარვუდგენთ საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი დასკვნისთვის“, - განაცხადა უმრავლესობის სხდომის შემდეგ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ.

საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, დაარღვია თუ არა საქართველოს კონსტიტუცია ქვეყნის პრეზიდენტმა. ამის შემდეგ საკითხი საკანონმდებლო ორგანოს გადაეცემა. იმისათვის რომ იმპიჩმენტი შედგეს, დეპუტატების 100 ხმა არის საჭირო.

საქართველოს პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების თაობაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ 1-ელ სექტემბერს, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.