უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ამერიკელ ტელეწამყვან ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომის მოგების შანსი არ აქვს, ხოლო დონალდ ტრამპი კი დასავლეთის ერთადერთი იმედია.
ვიქტორ ორბანის თქმით, უკრაინის გამარჯვება „უბრალო გაუგებრობა არ არის. ეს სიცრუეა. შეუძლებელია... [უკრაინელებს] უფრო ადრე ამოეწურებათ ჯარისკაცები, ვიდრე რუსებს“.
უნგეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მხოლოდ აშშ-ს შეუძლია ომის დასრულება.
„ჩვენ ხელიდან გავუშვით უკრაინის ნატოში მიღების ისტორიული შესაძლებლობა. რუსეთი სულ უფრო და უფრო ძლიერდება. უკრაინის ნატოში გაწევრიანება ამ მომენტში რეალური წინადადება არ არის, ასე რომ დაივიწყეთ“, - განაცხადა ორბანმა.
კითხვაზე, რას გააკეთებდა ჯო ბაიდენის ადგილზე რომ ყოფილიყო, ორბანმა უპასუხა:
დაურეკეთ ტრამპს! შეგიძლიათ გააკრიტიკოთ იგი მრავალი მიზეზის გამო, მაგრამ ბოლო რამდენიმე ათწლეულის საუკეთესო საგარეო პოლიტიკა მას ეკუთვნის. მან არ წამოიწყო ახალი ომი. ის რომ ყოფილიყო პრეზიდენტი რუსეთის [უკრაინაში] შეჭრის მომენტში, ამის გაკეთება შეუძლებელი იქნებოდა რუსების მიერ. ტრამპი არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია გადაარჩინოს დასავლური სამყარო და მთელი კაცობრიობა.