მებაჟე ოფიცრებმა  თბილისის აეროპორტში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით,  ფსიქოტროპული ნივთიერება ,,Ketamine” აღმოაჩინეს

მებაჟე ოფიცრებმა  თბილისის აეროპორტში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით,  ფსიქოტროპული ნივთიერება ,,Ketamine” აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში საბაჟო პროცედურების/ფორმალობების აღსრულება მკაცრ მონიტორინგს ექვემდებარება.

აღნიშნული კონტროლის ფარგლებში, ,,თბილისის აეროპორტის“ საბაჟო გამშვები პუნქტის  მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე უკრაინის მოქალაქის (ლ.ფ)  კუთვნილი ბარგისა და ხელბარგის, დეტალური დათვალიერების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 9,3  კილოგრამი,  სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერება ,,Ketamine”  აღმოაჩინეს. სამართალდამრღვევ მოქალაქეს აღნიშნული ნივთიერება, კუთვნილი ბარგის,  წინასწარ მოწყობილ სამალავში, 3 შეკვრად დაფასოებულ პოლიეთილენის შეფუთვებში ჰქონდა განთავსებული. 

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა.