უკრაინა რუსული გაზის ტრანზიტის გახანგრძლივებაზე რუსეთთან მოლაპარაკებებს აღარ აწარმოებს, - ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა. გერმან გალუშენკოს განმარტებით, ამ ეტაპზე მოქმედ კონტრაქტს, რომელიც უკრაინის ტერიტორიის გავლით, რუსული გაზის ევროპისთვის მიწოდებას ითვალისწინებს, ვადა მომდევნო წელს ეწურება.
უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, მომავალ წელს გამოჩნდება, შეძლებს თუ არა ევროპა რუსული გაზის გარეშე ფუნქციონირებას.
ამასთან ერთად, გერმან გალუშენკომ აღნიშნა, რომ რუსეთს მოქმედი კონტრაქტის შეწყვეტა ნებისმიერ დროს შეუძლია.