როგორ ხდება სახმელეთო ტვირთების გადაზიდვა თურქედიდან

როგორ ხდება სახმელეთო ტვირთების გადაზიდვა თურქედიდან

ტრანსლაივი გთავაზობთ ტვირთების სახმელეთო გადაზიდვას თურქეთიდან და თურქეთის მიმართულებით. თურქეთი, როგორც ჩვენი პარტნიორი სახელმწიფო, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს გამართული ლოგისტიკური ჯაჭვის არსებობა. გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე საქართველო-თურქეთის და თურქეთი-საქართველოს მიმართულებაზე ტვირთების გადაზიდვის უმრავლესობა ხორციელდება სახმელეთო მარშრუტით.

Translive-ის პლატფორმა მოგცემთ საშუალებას მიიღოთ გამართული ლოგისტიკური სერვისი, ოპტიმალური პირობები, სასურველი სატრანსპორტო საშუალების ტიპი, კონკურენტუნარიანი ტარიფები და მაქსიმალურად მოკლე დროში შეძლოთ სასურველი ტვირთის ტრანსპორტირება. გადაზიდვის პროცესი არის გამჭვირვალე და ტვირთის მფლობელს სისტემატიურად მიეწოდება განახლებული სტატუსების სახით ინფორმაცია ტრანსპორტის ადგილმდებარეობის შესახებ. ბუნებრივია, პროცესი მოიცავს ყველა აუცილებელი დოკუმენტის ელექტრონულად წარმოებას.

ტრანსლაივთან ერთად თურქეთიდან სახმელეთო ტვირთების გადაზიდვა მარტივი და კომფორტული პროცესია. გამომდინარე იქიდან, რომ დიდი მოთხოვნილება არსებობს ამ მიმართულებაზე, გვყავს ასამდე ქართული და თურქული პარტნიორი კომპანია, რომლებიც სისტემატიურად მუშაობენ თურქეთი-საქართველოს მარშრუტზე და ამ დროისთვის ერთობლივი ძალისხმევით უკვე გვაქს განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი. 

რა ტიპის ტვირთების გადაზიდვაა შესაძლებელი თურქეთიდან?

ძირითად შემთხვევაში მსოფლიოს მაშტაბით სხვადასხვა კატეგორიის ტვირთების გადაზიდვა ხდება შეუფერხებლად, ეს ეხება როგორც საკვებ პროდუქტებს, ასევე ალკოჰოლურ სასმელებს, სამშენებლო მასალებს და ა.შ. თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში არის გარკვეული შეზღუდვები კონკრეტულ ტვირთან დაკავშირებით და ეს შეიძლება იყოს გამოწვეული რამდენიმე მიზეზით. მაგალითად თურქეთის ტერიტორიაზე გადაზიდვისას (ტრანზიტისას) ერთ-ერთ ასეთ პროდუქტს წარმოადგენს ალკოჰოლური სასმელები.

ტრანსლაივი არის ციფრული პლატფორმა, რომელიც ორიენტირებულია გადაჭრას ყველა ის პრობლემა, რომელიც არსებობს „სტანდარტულ ლოგისტიკაში“. პლატფორმა არის ავტომატიზირებული სისტემა, რომელსაც მინიმუმამდე დაჰყავს ადამიანური ფაქტორით დაშვებული შეცდომების ალბათობა. კომუნიკაციის ფორმა გამარტივებულია და კომფორტულია როგოც დამკვეთისთვის, ისე გადამზიდისთვის.  ელექტრონულად ხდება დოკუმენტების გენერაცია და მომენტალური გაფორმება. მომხმარებლისთვის განკუთვნილი პირადი კაბინეტი იძლევა შესაძლებლობას ერთი ფანჯრის პრინციპით აკონტროლოთ როგორც თქვენი მიმდინარე გადაზიდვები, ასევე უკვე დასრულებულის სტატისტიკა და ფინანსები. პროცესი გამჭირვალე და გამარტივებულია, როგორც ადგილობრივი კომპანიებისთვის ისე უცხოური პარტნიორებისთვის. ამიტომ თურქეთში ტვირთების გადაზიდვა მაქსიმალურად მარტივად და კომფორტულად შეგიძლიათ ტრანსლაივთან ერთად.