ნატოს წარმომადგენელი უკრაინასთან დაკავშირებით საკუთარ განცხადებაზე: ეს არ უნდა მეთქვა, ეს შეცდომა იყო

ნატოს წარმომადგენელი უკრაინასთან დაკავშირებით საკუთარ განცხადებაზე: ეს არ უნდა მეთქვა, ეს შეცდომა იყო

ნატოს გენერალური მდივნის ოფისის ხელმძღვანელმა, სტიან იენსენმა აღნიშნა, რომ მისი განცხადება იმის თაობაზე, რომ უკრაინამ ნატოში გაწევრიანება შეიძლება მოიპოვოს რუსეთისთვის გარკვეული ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ, შეცდომა იყო.

„ეს არ უნდა მეთქვა. ეს შეცდომა იყო“, - აღნიშნა ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

მანამდე ნატოს გენერალური მდივნის პირადი ოფისის დირექტორმა, სტიან იენსენმა განაცხადა, რომ უკრაინამ ნატოში გაწევრიანება შეიძლება მოიპოვოს რუსეთისთვის გარკვეული ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ და ეს უკრაინაში ომის დასრულების ნაწილი შეიძლება იყოს.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა, რომ უკრაინა მიუღებლად მიიჩნევს საუბარს იმის თაობაზე, რომ უკრაინამ ნატოში გაწევრიანება რუსეთისთვის გარკვეული ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ შეიძლება მოიპოვოს.